Accentnews.ge
სვანეთში სტიქიას ებრძვიან

სვანეთში სტიქიას ებრძვიან

25/07/2019 06:45:12 სხვა, რეგიონები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიაა. გუშინ ღამით უხვი ნალექის შედეგად მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფლები - დვრიში, ტვიბი და ესიერი გარესამყაროს მოწყვიტა.

ლენტეხის გამგებლის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია, ამ წუთებში კი სპეციალური ტექნიკის დახმარებით ხიდის გადარჩენას ცდილობენ.

ბადრი ლიპარტელიანი განცხადებით, სოფლებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას დაახლოებით ორი დღე დასჭირდება. ადგილზე მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგნლები იმყოფებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S