Accentnews.ge
შსს: "საგამოძიებო უწყება მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ"

შსს: "საგამოძიებო უწყება მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ"

11/07/2021 15:54:58 სამართალი

შსს მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყება მზად არის, "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

სამინისტროს მიერ ოჯახის წევრებს შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები. მათ შორის, საგამოძიებო უწყება მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: ლაშქარავას საქმე: რა ვერსიას განიხილავს შსს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S