Accentnews.ge
მორიგი ბრიფინგი შსს-ში: "ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტი და ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს"

მორიგი ბრიფინგი შსს-ში: "ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტი და ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს"

11/07/2021 18:27:10 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორიგი საგანგებო ბრიფინგი გამართა და გაავრცელა გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც მისი ცნობით, ტვ “პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გადაადგილება ჩანს.

"ტელეკომპანია პირველის" ოპერატორი - ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 სთ-ზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს.

15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.

აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 სთ-ზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება „დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში.

მისი დაბრუნების კადრები, ასევე ასახულია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ გარე ვიდეო-სამეთვალყურეო მოწყობილობებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს. გრძელდება ყველა იმ პირის გამოკითხვა და იმ ტექნიკური საშუალებების დათვალიერება, რომელიც შესაძლოა გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას ინახავდეს.

მომხდარ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გამოძიებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს.

შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამით რისი თქმა უნდათ, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით “საზოგადოების მაღალი ინტერესია”.

ბრიფინგიდან გაურკვეველი დარჩა, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ლაშქარავას გარდაცვალებასთან შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტზე.

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინსიტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ შსს ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკებით ზედოზირებასაც განიხილავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S