Accentnews.ge
ოფიციალური თბილისი: “თურქეთი აფხაზური ე.წ. არჩევნებისთვის უკანონო საარჩევნო უბნის გახსნის ნებართვას არ გასცემს”

ოფიციალური თბილისი: “თურქეთი აფხაზური ე.წ. არჩევნებისთვის უკანონო საარჩევნო უბნის გახსნის ნებართვას არ გასცემს”

25/07/2019 11:31:16 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. როგორც ადგილობრივი მედია დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ე.წ. არჩევნებისთვის რამდენიმე საარჩევნო უბანი უცხოეთშიც გაიხსნება, მათ შორის – თურქეთში.

“აქცენტმა” ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.

“ვფლობთ ინფორმაციას აფხაზურ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე, რომლის მიხედვითაც აგვისტოში აფხაზეთში დაგეგმილი ე.წ. არჩევნებისთვის თითქოს იგეგმება საარჩევნო უბნის სტამბოლში გახსნა. თურქეთთან ჩვენ მეგობრული და პარტნიორილი ურთიერთობები გვაკავშირებს; გვაქვს კომუნიკაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მხარდაჭერის გათვალისწინებით, თურქეთი უკანონო საარჩევნო უბნის გახსნის ნებართვას არ გასცემს” - ნათქვამია უწყების მიერ "აქცენტისთვის" მოწოდებულ ოფიციალურ კომენტარში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S