Accentnews.ge
მოქალაქე ამბობს, რომ ძმა ტატუს გამო 7-მა ადამიანმა უცემა

მოქალაქე ამბობს, რომ ძმა ტატუს გამო 7-მა ადამიანმა უცემა

12/07/2021 13:38:28 სამართალი

მოქალაქე ნინო გიორგაძე ამბობს, რომ მის ძმას ტატუს და წვერის გამო 7-მა ადამიანმა სცემა.

"ჩემს ძმას სცემეს. ძალიან. ტატუს და წვერის გამო. 7-მა ადამიანმა. 13 საათი რომ იმუშავა ვირივით და სახლში რომ მოდიოდა მეტროთი. მე დამიმალეს, ეხლა გავიგე. ეხლა ვის მოვუხადო მადლობა და რას მოვეკიდო გაგებით ხომ ვერ მეტყვით?

არავის არ მივთაგავ, არავის არ ვთხოვ რაიმე გამოძიებას. უდედმამოდ ჩემი გაზდილია, როგორც მაგას სტკივა ისე მტკივა მე“,- წერს ნინო გიორგაძე ფეისბუქზე.

მას შემდეგ, რაც 5 ივლისს თბილისი პრაიდის ფარგლებში ღირსების მარში დაიგეგმა, ხოლო საპატრიარქომ და ძალადობრივმა ჯგუფებმა საპროტესტო კონტრაქცია დაგეგმეს, ძალადობის არაერთი შემთხვევა მოხდა. მათ შორის, ფიზიკურად გაუსწორდნენ რეჟისორ ქეთი დოლიძის არასრულწლოვან შვილშვილს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S