Accentnews.ge
"ქართული სოფლების თავზე რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა"

"ქართული სოფლების თავზე რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა"

15/05/2019 16:02:05 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საოკუპაციო გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფელ ჩორჩანას და ატოცის თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია" წევრები ავრცელებენ.

მოძრაობის წარმომადგენლის, მიშა ბალიაშვილის ცნობით, ვერტმფრენი ჩორჩანას მხრიდან გამოჩნდა, ატოცის მიმართულებით იფრინა და ისევ ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გაუჩინარდა.

ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა გადაიღეს.

"ჩორჩანას მხრიდან ამოფრინდა და ატოცის მიმართულებით წავიდა. დაახლოებით 2-3 წუთი დაფრინავდა და შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიისკენ გაფრინდა, ამის შემდეგ "ვილისის" მარკის ავტომობილი გამოჩნდა, სადაც ერთი სამხედრო პირი იჯდა. მანქანიდან გადმოვიდა და სურათები გადაგვიღო. ჩვენთან ერთად პოლიციაც იმყოფებოდა", - აცხადებს მოძრაობის წევრი მიშა ბალიაშვილი. მისი თქმით, ქართული სოფლების თავზე "მი 8" ტიპის რუსული ვერტმფრენი დაფრინავდა.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S