Accentnews.ge
EBRD თიბისი ბანკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

EBRD თიბისი ბანკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

25/07/2019 16:41:36 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

EBRD თიბისი ბანკის ჯგუფის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD  აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკის ჯგუფი მყარი ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც ძლიერი მენეჯმენტი და დირექტორთა დამოუკიდებელი საბჭო ხელმძღვანელობს. 

მივესალმებით ბანკის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადაწყვეტილებას, დატოვონ დირექტორთა საბჭო ამ დროისთვის,  რათა ფოკუსირებულები იყვნენ მათ წინააღმდეგ წარმოებულ სამართლებრივ დავაზე.  

ამასთან,  მივესალმებით დირექტორთა საბჭოს გაძლიერებას დამოუკიდებელი დირექტორების შემომატებით, რომლებსაც  ფინანსური ინსტიტუტების მართვაში მაღალი დონის გამოცდილება აქვთ. 

გვაქვს სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის მოლოდინი და ველოდებით  საქმის სწრაფად და იმგვარად დასრულებას, რომელიც ბანკის ოპერაციებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. 

ამავდროულად, EBRD , როგორც „თიბისი ბანკის“ დიდი ხნის პარტნიორი, აქციონერი და კრედიტორი განაგრძობს თიბისი ბანკის ჯგუფის  მხარდაჭერას“.


ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S