Accentnews.ge
„არ ველოდი, ყოველ შემთხვევაში, დღეს“–  გახელაძე შინ დაბრუნდა

„არ ველოდი, ყოველ შემთხვევაში, დღეს“–  გახელაძე შინ დაბრუნდა

14/07/2021 15:20:23 საზოგადოება

ოკუპანტების მიერ ერთი წლის წინ გატაცებულმა ზაზა გახელაძემ საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა.

მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა

„კაგად ვარ. არ ველოდი [გათავისუფლებას – რედ], ყოველ შემთხვევაში, დღეს“,– განაცხადა გახელაძემ.

მან აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალური და მედიას სთხოვა, რომ დეტალებზე სხვა დროს ისაუბრებს.

„არსად წასვლად არ ვაპირებ. არც ახლა მივდიოდი, მაგრამ...“– თქვა გახელაძემ.

მას ერგნეთში პრემიერ–მინისტრი და შს მინისტრი დახვდნენ.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გახელაძე ხელისუფლების ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის ჩართულობით გათავისუფლდა და მან გახელაძის დედას გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღეს ცნობილი გახდა დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის "შეწყალების" თაობაზე. ოსური დე ფაქტო საგარეო უწყების მტკიცებით, შეწყალების თხოვნით ანატოლი ბიბილოვს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მიმართა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქართულმა მხარემ ოსურს ვ. გობოზოვი გადასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S