20-07-2021 11:53:44 მითები და რეალობა
ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გაკეთებული განცხადება არასწორად გაშუქდა. კერძოდ, სოციალური ქსელის მრავალმა გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ თითქოს მიშელმა განაცხადა: „ერთი თაობაა ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარებს“.
მსგავსი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს არ გაუკეთებია.
სინამდვილეში, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, შარლ მიშელმა აღნიშნა:
„I believe our Eastern Partnership is the locomotive for transformation, prosperity and growth. It is equally a powerful symbol of openness, mutual confidence and of our cooperation. It has been one generation of independence for you. And in this one generation, the distance between your societies and the EU has shrunk in unprecedented ways. The EU is your most committed partner for greater democracy, for greater stability, for greater prosperity, and above all, for the benefits of the people of your countries.“
“მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ლოკომოტივი ტრანსფორმაციის, კეთილდღეობისა და ზრდისთვის. ეს არის ასევე ძლიერი სიმბოლო ღიაობის, ურთიერთნდობისა და ჩვენი თანამშრომლობის. თქვენთვის დამოუკიდებლობის ერთი თაობა არსებობს და ამ ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორია მეტი დემოკრატიისთვის, მეტი სტაბილურობისთვის, მეტი კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნების მოსახლეობის სასარგებლოდ”.
წყარო: factcheck.ge