Accentnews.ge
"აიისამ" სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

"აიისამ" სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

22/07/2021 09:35:17 სამართალი

პრეზერვატივების მწარმოებელი სტარტაპის დამფუძნებელმა ანანია გაჩეჩილაძემ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მეათე მუხლის, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა "აიისას" საქმეში. მოსარჩელის ინტერესებს GDI იცავდა.

დავა შეეხებოდა საქართველოში "აიისას"-თვის დაკისრებულ ჯარიმებს და საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ პრეზერვატივების შეფუთვაზე არსებული წარწერები და გამოსახულებები არღვევდა კანონს რეკლამის შესახებ და იყო არაეთიკური იმის გათვალისწინებით, შეურაცხყოფდა რელიგიას.

2018 წელს "აიისა"-ს წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანება "ქართულმა იდეამ", რონელიც მიიჩნევდა, რომ "აიისას" პროდუქციაზე დატანილი 4 გამოსახულება, რომელთა შორის იყო თამარ მეფე წარწერით "სამეფო კარი თამარში", ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივი და გვირგვინი წარწერით "ძლევაი საკვირველი" არაეთიკური იყო, უფრო კონკრეტულად კი "რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს არღვევდა და რელიგიურ სიმბოლოებს ხელყოფდა, ასევე, [პრეზერვატივის] რეკლამები თავისი წარწერებითა და გამოსახულებებით ხელყოფდა ეროვნულ და ისტორიულ საგანძურს, ძეგლებს."

2018 წელს საქალაქო სასამართლომ კომპანია 500 ლარით დააჯარიმა და მას ბაზრიდან პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მისცა.

საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება "აიისამ" სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ლევან მურუსიძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

2018 წლის დეკემბერში მოსამართლე ლევან მურუსიძე ამ საქმეზე კითხვის პასუხად ამბობდა, რომ, თამარ მეფის პრეზერვატივზე გამოხატვა გამოხატვის თავისუფლება არ არის. მოგვიანებით, "აიისას" პროდუქციაზე ლევან მურუსიძეც გამოჩნდა.

სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმის განხილვისას აღნიშნა, რომ ქართული სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა, რომლითაც მათ შეუზღუდეს განმცხადებელს გამოხატვის თავისუფლება, არ იყო არც რელევანტური და არც საკმარისი რათა გამართლებულიყო ჩარევა კონვენციის მე-10 მუხლში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S