Accentnews.ge
გომელაური – წულუკიანზე: "არ მინახავს რა მოხდა, მოვიკითხავ"

გომელაური – წულუკიანზე: "არ მინახავს რა მოხდა, მოვიკითხავ"

22/07/2021 18:43:35 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტყო.

როგორც გომელაურმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, თემით დაინტერესდება.

"სიმართლე გითხრათ ახლა მომახსენეს ეს თემა. მე არ მინახავს რეალურად, რა მოხდა. მოვიკითხავ, დაზუსტებით ვერ გეტყვით ზუსტად რა მოხდა. მითხრეს რომ შემოვიდა შეტყობინება ამ ფაქტზე. გავერკვევით აუცილებლად",- განაცხადა ვახტან გომეალურმა.

ამავე თემაზე: იძებნება მინისტრის მიერ სავარაუდოდ გატაცებული მიკროფონი: წულუკიანმა კანონი დაარღვია?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S