"მთავარმა არხმა" წულუკიანს პროკურატურაში უჩივლა
23/07/2021 11:24:51 სამართალი
„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კულტურის მინისტრთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა. საქმე ეხება მინისტრის მიერ ჟურნალისტისთვის არხის კუთვნილი მიკროფონის წართმევას.
გვარამიას შეფასებით, პირველმა ვიცე-პრემიერმა ერთდროულად ორი დანაშაული ჩაიდინა: ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.
მისი თქმით, წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ მიკროფონის წართმევა პირობითია და მის ნაცვლად შესაძლოა, ნებისმიერი სხვა ყოფილიყო.
"ის რაც მან გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. სრული ტყუილია, რომ ჩვენ ვშლიდით პრემიერას. სპექტაკლი დაწყებული არ იყო, ჩვენ ვიმყოფებოდით დარბაზში და გვინდოდა კომენტარი ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, იმ ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, რომლებზეც პარლამენტში კაცმა დეპუტატებმა იძალადეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარის ნაცვლად უკვე ქალმა იძალადა, ჩვენს ქალ ჟურნალისტზე და მთლიანად მედიაზე", - განაცხადა გვარამიამ.
იხილეთ ასევე: იძებნება მინისტრის მიერ სავარაუდოდ გატაცებული მიკროფონი: წულუკიანმა კანონი დაარღვია?
"მიკროფონს დავაბრუნებ, როცა ესენი 3 ოქტომბერს ჩაიყრებიან იქ, სადაცაა მათი ადგილი"


