აზერბაიჯანის სასამართლომ 13 სომეხ სამხედროს 6-6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

23-07-2021 20:28:21 კავკასია

აზერბაიჯანის სასამართლომ სომხური შეიარაღებული ძალების 13 წევრს 6-6 წლით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და იარაღის ტარებისთვის.ბაქოს პოზიცია, რომ აღნიშნული პირების დეპროტაცია სასჯელის მოხდის შემდეგ განხორცელდება.

სომხეთის ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ განაჩენის გამოტანის შემდეგ. ადრე მათ დაგმეს მსგავსი პროცესები და ამტკიცებდნენ, რომ ბრალდებულები სამხედრო ტყვეები არიან.

13 მსჯავრდებული იმ 60 სომეხ სამხედროს შორისაა, რომლებიც აზერბაიჯანმა 2020 წლის დეკემბერში მთიანი ყარაბაღის ჰადრუთის ოლქში სეპარატისტული რეგიონისთვის ექვსკვირიანი ომის შემდეგ გაფორმებული საზავო შეთანხმების შემდეგ დააკავა. მათი ნახევარი ბაქომ ერევანს გაუცვალა ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების განთავსების ადგილების რუკებში.

ომის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა ნარჩუნდება. დღეს მხარეებმა სეიარაღებული ინციდენტისა და მსხვერპლის შესახებ განაცხადეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები