ბაკიხანოვს გარდაცვალების დღეს კომუნიკაცია მის ინტერესების დამცველებთან ჰქონდა
30/07/2021 17:32:30 სამართალი
უფლებები საქართველო გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ბლოგერის ჰუსეინ ბაკიხანოვის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბლოგერმა ორგანიზაციას საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნის წესის და პროცედურების შესახებ სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით 6 ივლისს მიმართა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კონსულტაციის მიღების შემდეგ ბახიკანოვმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართა.
მათი ცნობით, ბლოგერმა მასზე ძალადობის ფაქტის შესახებ ორგანიზაციას 14 ივლისს, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მიაწოდა ინფორმაცია.
"ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ დავადასტუროთ, რომ ბაკიხანოვს, როგორც თავშესაფრის მაძიებელს, 15 ივლისს, გარდაცვალების მომდევნო დღეს, უნდა აეღო თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მას მიენიჭა ან მიენიჭებოდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი.
6 ივლისს ჰუსეინ ბაკიხანოვი დაუკავშირდა უფლებები საქართველოს სხვა ქვეყანაში გადასვლაში დახმარების მიზნით. ორგანიზაციის მიერ გაეწია შესაბამისი კონსულტაცია. 14 ივლისს, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაკიხანოვი კვლავ დაუკავშირდა უფლებები საქართველოს და შეატყობინა, რომ იგი რამდენიმე დღის წინ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც იგი დაიკითხა პოლიციაში.
აღნიშნული ძალადობის შესახებ დეტალები ბაკიხანოვმა თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში, ამ მიმართულებით უფლებები საქართველოსთვის მას დახმარება არ უთხოვია.
ბაკიხანოვის გარდაცვალების შესახებ უფლებები საქართველოსათვის იმავე დღეს გახდა ცნობილი. უფლებები საქართველოს ეცნობა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სამართლებროვი დახმარების მიღების მიზნით, ბაკიხანოვის სახელით უფლებები საქართველოსთვის არავის მოუმართავს, თუმცა ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებში წარმოადგინოს ბაკიხანოვის ინტერესები", - ამბობენ ორგანიზაციაში.
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი 14 ივლისს იპოვეს. ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდებ. კერძოდ, ბაკიხანოვი დასაქმების მიზნით სასტუმრო "სტამბაში" იმყოფებოდა, თანმხლებლებს ჩამორჩა ავიდა შენობის სახურავზე და გადმოხდა. გარდაცვალებამდე – 12 ივლისს მასზე თავდასხმა განხორციელდა. გადმოხტომამდე მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა. თვითმკვლელობის ვერსიის ბლოგერის მეგობრებს არ სჯერათ.
იხილეთ ასევე: აზერბაიჯანელი ბლოგერის ტრაგიკული ისტორია, რომელიც საქართველოს თავშესაფარს სთხოვდა


