Accentnews.ge
ისრაელმა გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის "ბუსტერ"–დოზით აცრა დაიწყო

ისრაელმა გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის "ბუსტერ"–დოზით აცრა დაიწყო

31/07/2021 08:17:10 მსოფლიო, ეს საინტერესოა

ისრაელის პრემიერ–მინისტრის ნაფტალი ბენეტის განცხადებით, 60 წლის ზემოთ პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მესამე დოზა ვაქცინას შესთავაზებენ.

მისივე თქმით, ვინც მინიმუმ ხუთი თვის წინ მიიღო მეორე დოზა, Pfizer-ის ბუსტერს გაიკეთებს.

"კვლევები აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში იმუნიტეტი იკლებს. დამატებითი დოზის მიზანი მისი იმუნიტეტის ხელმეორედ შეძენაა, რაც ნიშნავს ინფიცირებისა და სერიოზული ავადმყოფობის შემცირებას", - განაცხადა ბენეტმა ბრიფინგზე.

ერთ–ერთმა პირველმა ბუსტერ–დოზა პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა მიიღო, რომელიც 61 წლისაა.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ისრაელში კორონავირუსის "დელტა" შტამით ინფიცირების შემთხვევები მატულობს, მაგრამ აცრილ მოსახლეობაში მნიშვნელოვნად დაბალია ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

იხილეთ ასევე – „დელტა“ ვარიანტი ისევე მომაკვდინებელია, როგორც სარსი და ებოლა“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S