
"თუ საქართველოში დემოკრატია არ იქნება, ეს საშუალებას მისცემს გარე ძალებს, ქვეყანას ტრაექტორია განუსაზღვრონ"
29/07/2019 05:59:52 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
„ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა.
ამის შესახებ იულსონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში არ იქნება დემოკრატია, ეს საშუალებას მისცემს გარე ძალებს საქართველოს ტრაექტორია განსაზღვრონ.
„ჩვენ თავისუფალ საზოგადოებებსა და ავტორიტარულ, კორუმპირებულ რეჟიმებს შორის დაპირისპირების ეტაპზე გადავდივართ. ქართველებმა იციან, თუ რომელ მხარეზე სურთ, რომ იყვნენ. ქართველებმა იბრძოლეს, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და არა მათმა მეზობლებმა. იბრძოლეს იმისთვის, რომ თავად აირჩიონ საკუთარი ლიდერები დემოკრატიულად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ მას სურს საკუთარი მომავალი თავად შექმნას. და ერთადერთი გზა იმის, რომ საქართველომ მისი სუვერენიტეტი დაიცვას, მზარდი და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაა. თუ საქართველოში არ იქნება დემოკრატია, ეს საშუალებას მისცემს გარე ძალებს მათ განსაზღვრონ საქართველოს ტრაექტორია და არა თავად ქართველებმა“, - განაცხადა უილსონმა.