Accentnews.ge
მოსკოვი მზადაა, თბილისთან ურთიერთობები "ინტერესთა ბალანსის დაცვით" განაახლოს

მოსკოვი მზადაა, თბილისთან ურთიერთობები "ინტერესთა ბალანსის დაცვით" განაახლოს

05/08/2021 16:10:25 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა

მოსკოვი მზადაა, თბილისთან ურთიერთობები "იმ დონეზე განაახლოს, რა დონეზეც ქართული მხარე იქნება მზად". ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ბიკანტოვმა განაცხადა.

"ჩვენ მზად ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განსაახლებლად იმ დონეზე, რა დონეზეც ქართული მხარე იქნება მზად. ვიმედოვნებთ, საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები მეზობლებთან ურთიერთობების ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით დაიწყებენ", - განაცხადა ბიკანტოვმა 2008 წლის ომის წლისთავისა და რიგი პრორუსულად განწყობილი ქართველი პოლიტიკოსების პუტინისადმი ამასწინანდელი მიმართვის კომენტირებისას.

დღესვე მოსკოვისადმი დასავლეთის ქვეყნების მოწოდებას, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების აღიარება უკან გაიწვიოს, მთელი რიგი რუსი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ "რუსეთი ამას არასოდეს გააკეთებს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S