Accentnews.ge
ლუკა სირაძის ძმა: „ყველას გვეგონა, რომ ლუკამ მართლა შეცვალა სისტემა“

ლუკა სირაძის ძმა: „ყველას გვეგონა, რომ ლუკამ მართლა შეცვალა სისტემა“

05/08/2021 17:14:53 სამართალი

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის დედა ელიკო ჩხიტუნიძე ეჭვობს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეში ჩართულ გამომძიებლებს, მათ შორის მარიანა ჩოლოიანს მფარველობენ.

როგორც ჩხიტუნიძემ ფორმულას განუცხადა, ჩოლოიანის გარდა სხვა პოლიციელებიც უნდა დაეკავათ, თუმცა საქმეზე მხოლოდ ყოფილი გამომძიებელი დააკავეს. მისი თქმით, ოჯახს აქვს იმის განცდა, რომ სამართალს ვერ იპოვიან.

"თვითონ გვიტოვებენ განცდას, რომ სამართალს ვერ ვიპოვით. ჯერ ეკუთვნოდა 9 წელი, მაგრამ არ მისცეს, მერე იყო სასჯელის უმაღლესი ზომა 5 წელი, ეს 5 წელიც არ მისცეს... ნამდვილად მფარველობდნენ, რა თქმა უნდა, თორე მაგასთან, ის პოლიციის უფროსის მოადგილე უჩა მამასახლისი - ისიც ისეთივე დამნაშავე იყო. ისინი ერთად მოქმედებდნენ. რატომ ის არ დაიჭირეს?! ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიყვანეს. მოელაპარაკეს, რომ შენ მალე გამოგიყვანთ. მეტი აზრი არ არის, ამას მიხვდება ყველა", - განაცხადა მოზარდის დედამ.

ლუკა სირაძის ძმა ბექა ამბობს, რომ ჩოლოიანის გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტისგან შეიტყო და საქმის კურსში არ იყო არც ოჯახის ინტერესების დამცველი, არც პროკურორი.

ფიქრობს, რომ იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების ყურადღება სხვა თემებზეა გადატანილი, ისარგებლებს ჩოლოიანის მფარველებმა ფიქრობდნენ, რომ ფაქტი ყურადღების მიღმა დარჩებოდა.

ბექა სირაძე იხსენებს, მათ შორს პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებსაც, დამნაშავეების უმკაცრესად დასჯის თაობაზე:

„ყველას გვეგონა, რომ ლუკამ მართლა შეცვალა სისტემა. პრემიერი, პრეზიდენტიც გამოვდნენ მოწოდებებით, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უმკაცრესად დასჯილიყვნენ დამნაშავეები, რათა მსგავსი რამ არ განმეორებულიყო. დღეს ეს სიტყვები სად არის? დაგვანახეს, რომ სამართლის სისტემაში გარღვევა გვაქვს და ეს არ აინტერესებთ“,– ამბობს ბექა სირაძე.

ოჯახი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, მარიანა ჩოლოიანმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა, რომელსაც მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით 3–წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ამავე თემაზე: რატომ იმარჯვებს საქართველოში სიკვდილი...

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S