Accentnews.ge
პომპეო: „ტრამპს ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის შემცირება 2020 წლის ნოემბრამდე სურს“

პომპეო: „ტრამპს ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის შემცირება 2020 წლის ნოემბრამდე სურს“

30/07/2019 07:42:44 სხვა, მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ამერიკული ჯარისკაცების რაოდენობა 2020 წლის ნოემბრამდე შეამციროს.   

„ეს ბრძანება მე მაქვს მიღებული შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან. ვიმედოვნებთ, ზოგადად რეგიონში საბრძოლო შენაერთების საჭიროება შემცირდება“, – განაცხადა პომპეომ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული მედია ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს იუწყებოდა, რომ დონალდ ტრამპი ავღანეთიდან 7 000-მდე ჯარისკაცის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდა. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის შესახებ განაცხადა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა დონალდ ტრამპსა და იმჟამინდელ თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს შორის უთანხმოების მიზეზი, რის გამოც ამ უკანასკნელმა თანამდებობა დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S