
სირიაში ინდოეთის საელჩომ დამასკოში აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენლები მიიწვია
16/08/2021 11:44:58 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა
სირიაში ინდოეთის საელჩოს მიწვევით აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენლებმა დამასკოში ინდოეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, - იუწყება აფხაზური მედია.
ღონისძიებაში, კერძოდ, “სირიის რესპუბლიკაში აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა” ბაგრატ ხუტაბამ მიიღო მონაწილეობა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ფორუმს სირიაში აკრედიტებული დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.