Accentnews.ge
რა ხდება გარეჯში – საგარეო უწყებაში განმარტება გაკეთდა

რა ხდება გარეჯში – საგარეო უწყებაში განმარტება გაკეთდა

30/07/2019 10:53:12 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, საქართველო–აზერბაიჯანს შორის საზღვის დამდგენი კომისიის თავმჯდომარის ლაშა დარსალიას ინფორმაციით, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით.

"როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 14 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე, ადგილი ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დაპირისპირებას. დაძაბულობის დეესკალაცია და ნეიტრალიზაცია მოხდა ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების ერთობლივი და მყისიერი ქმედებების შედეგად.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა.

ამის პარალელურად, აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასთან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილებისთვის, დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ ინციდენტამდე, ადგილზე მიმოსვლა გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდებოდა, თუმცა, 14 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ვითარება გართულდა.

ამ ეტაპისთვის, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით”, - განაცხადა დარსალიამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები აქტიურად თანამშრომლობენ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით.

დარსალიას თქმით, ამ პროცესების პარალელურად, დაუშვებელია ვითარების ხელოვნურად დაძაბვა და მსგავსი ინციდენტები აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუწოდებს საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, რომ მისცეს ორმხრივ კომისიას ნორმალურ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა შესაძლებელი იყოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულება კეთილმეზობლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად.

საკითხზე კომენტარი დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაკეთდა. პრეზიდენტის წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ კომისიას მშვიდ ვიტარებაში მუშაობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

ცნობისთვის: ადგილობრივი სასულიერო პირებს განცხადებით, გარეჯში აზერბაიჯანელი სამხედროების რიცხვი გაიზარდა, ამასთან, ისევ ბლოკირებულია კომპლექსის სადავო ნაწილთან მისასვლელი გზა.  

შეგახსენებთ, რომ დავით-გარეჯის თემა 2012 წლის შემდეგ მღელვარების საგნად 2019 წლის 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამ მღელვარების ფონზე შეიქმნა საზღვრის დამდგენი კომისია, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. ცნობილია, რომ კომისიამ რამდენიმე შეხვედრა გამართა ბაქოში, დაგეგმილია ექსპერტების დონეზე სეხვედრა თავად გარეჯში.

იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...

რა შედეგით დასრულდა ქართულ–აზერბაიჯანული მხარეების შეხვედრა გარეჯში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S