კრემლი ახალგაზრდობის "სულიერ-მორალურ აღზრდაზე" მიმართული პროპაგანდისთვის კიდევ 7 მლრდ რუბლს გამოყოფს

17-08-2021 14:24:17 მითები და რეალობა

რუსეთის ხელისუფლება პრეზიდენტ პუტინის სარეზერვო ფონდიდან კიდევ 7 მლრდ რუბლს გამოყოფს "იმ კონტენტის შესაქმნელად, რომელიც ახალგაზრდობის სულიერ-ზნეობრივ აღზრდასა და მასში მოქალაქეობრივი იდენტობის გამომუშავებაზე იქნება მიართული".

ამ მიზნით წელს კრემლმა უკვე დახარჯა 3 მილიარდი რუბლი.

ხსენებულ თანხებს "ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტი" სულ მცირე, 200 ინტერნეტ-პროექტზე დახარჯავს, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა იქნას რეალიზებული.

პროექტების განსახორციელებლად კონკურსი ცხადდება, რომელშიც რუსული მედიაბაზრის მსხვილი მოთამაშეები ჩაერთვებიან. საკონკურსო წესების შესრულებას კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო გაუწევს პირად კონტროლს.

როგორც რუსული გამოცემა "Коммерсантъ"-ი წერს, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გასულ ზამთარს ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ საპროტესტო მოძრაობაში ახალგაზრდობის ჩაბმულობის თემა "ყველაზე მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში" განიხილეს და კრემლმა გადაწყვიტა, ახალ თაობებზე ზემოქმედების მიზნით ყველა შესაძლო პროექტი გაააქტიუროს.

ცნობისთვის: გასულ წელს რუსეთში "პატრიოტული აღზრდის შესახებ" კანონი მიიღეს, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, "მოზარდ თაობებში პატრიოტიზმისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამომუშავებაზეა" ორიენტირებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები