19-08-2021 18:51:57 მსოფლიო
რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა "თალიბანმა" დღეს "ისლამური საემირო ავღანეთის" ჩამოყალიბება გამოაცხადა და "ტვიტერში" შესაბამისი დეკლარაციაც გაავრცელა.
ეს განცხადება "თალიბანის" წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ბრიტანეთის იმპერიისგან ავღანეთის დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა.
"ისლამური საემირო ავღანეთის" სახელწოდებას თალიბები 1996-2001 წლების ხისტი მმართველობის პერიოდშიც იყენებდნენ.
16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. დაჯგუფებამ ქვეყნის ქალაქების უმეტესობა უბრძოლველად დაიკავა. ამ დროისთვის იგი ავღანეთს თითქმის სრულად აკონტროლებს. დედაქალაქის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი მიაწყდა. პარალელურად, აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ქაბულში საელჩოებს ხურავენ და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.