Accentnews.ge
"კანონიერი ქურდი" ოთარ ბოიცოვი (კუბლაშვილი) გარდაცვლილი იპოვეს

"კანონიერი ქურდი" ოთარ ბოიცოვი (კუბლაშვილი) გარდაცვლილი იპოვეს

23/08/2021 06:42:17 სამართალი

"კანონიერი ქურდი" ოთარ ბოიცოვი (კუბლაშვილი) კრასნოდარში გარდაცვლილი იპოვეს.

კრიმინალური ავტორიტეტის ცხედარს ნაქირავებ ბინაში მიაკვლიეს, რომელშიც იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში პოლიციას ემალებოდა.

2018 წელს ბოიცოვი კოლონიიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მას ზურგის ტვინის მძიმე პათოლოგიები დაუდგინდა. იმავე წელს იგი ძებნაში გამოაცხადეს ადმინისტრაციული ზედამხედველობის (პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების - რედ.) წესების დარღვევისა და "დანაშაუოებრივ იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობის მოპოვების" გამო, - იუწყება Lenta.ru.

საიტ "Прайм Крайм"-ის ინფორმაციით, კრასნოდარის მკვიდრი ბოიცოვი "კანონიერ ქურდად" 2013 წლის მარტში მურმანსკის მხარეში მდებარე №13 გამოსასწორებელ კოლონიაში აკურთხეს.​

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S