მიშელი: "დახმარების გაცემის დრო ახლოვდება, დროა, საქართველომ აჩვენოს შეთანხმების ერთგულება"

24-08-2021 11:08:17 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიევში არაფორმალურ გარემოში შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა სოცალურ ქსელში დაწერა, რომ ღარიბაშვილთან ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადასა და შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

"პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან ლაპარაკისას ხაზი გავუსვი: რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით", - წერს მიშელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები