Accentnews.ge
"სინკარას" ე.წ. კანონიერი ქურდის ტიტული ჩამოართვეს

"სინკარას" ე.წ. კანონიერი ქურდის ტიტული ჩამოართვეს

26/08/2021 17:42:43 სამართალი

ტრაბზონში გამართულ კრიმინალურ შეკრებაზე გიორგი ფოლადიშვილს (მეტსახელად "სინკარას") "კანონიერი ქურდის" ტიტული ჩამოართვეს.

მიზეზად, "Прайм Крайм"-ის ცნობით, იქცა საფრანგეთში მყოფი კიდევ ერთი ქართველი "კანონიერი ქურდის" - ნოდარ გაბისონიას განცხადება იმის შესახებ, რომ "სინკარამ" სასამართლო სხდომაზე კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი უარყო.

"Прайм Крайм"-ის ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებაზე სიტყვა თავად "სინკარასაც" მისცეს, რომელიც ვიდეოკავშირის მეშვეობით ჩაერთო, თუმცა მან კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა და უმთავრესად დუმდა.

ფოლადიშვილი 2017 წლის ნოემბერში პარიზში დააკავეს. სწორედ მაშინ ჩატარდა სასამართლო, რომელიც ნოდარ გაბისონიამ ახსენა.

"სინკარა" "ქურდად" 2013 წელს რომში აკურთხეს, ბოლო დროს კი იგი საფრანგეთში ცხოვრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S