Accentnews.ge
რა შემთხვევაში დგას კოვიდ–ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება – სამი ინდიკატორი

რა შემთხვევაში დგას კოვიდ–ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება – სამი ინდიკატორი

27/08/2021 20:35:22 ეს საინტერესოა, საზოგადოება

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი კოვიდ–ინფიცირებული მოქალაქეების საყურადღებოდ, რომლებიც მკურნალობას ბინაზე გადიან, განმარტავს, რა შემთხვევაში დგას ჰოსპიტალიზაციის საჭიროება.

ექიმი სამ ძირითად კრიტერიუმზე ამახვილებს ყურადღებას:

  • თუ სატურაცია 94%–ზე ნაკლებია,
  • ან პირის სუნთქვის სიხშირე 20–ს, მაქსიმუმს 24–ს აღემატება;
  • თუ ტემპერატურა არ ემორჩილება „პარაცეტამოლს“.

კოვიდი საწყის სტატიაზე მართვადია. არსებობს ჰოსპიტალიზაციის ძალიან მკვეთრად გაწერილი ინდიკაცია და ეს არის ჟანგბადდამოკიდებულება – თუ თქვენი სატურაცია [სისხლში ჟანგბადის შემცველობა] ჩამოსცდა 94%–ს. თუ სატურაციის საზომი აპარატი არ გაქვთ, ძალიან კარგი პარამეტრია სუნთქვის სიხშირის დათვლა წუთში: თუ წუთში თქვენი სუნთქვის სიხშირე (ჩასუნთქვა–ამოსუნთქვა) 24–ზე დაბალია, არ გემუქრებათ არაფერი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გახშირებული სუნთქვა არ გაქვთ, ორგანიზმს ჟანგბადის ნაკლებობა არ აქვს. ამდენად, თუ კოვიდი დაგემართათ, მშვიდად ელოდებით ექიმის დაკავშირებას და დაიწყეთ მონიტორინგი – სატურაციის და ცხელების კონტროლი, სუნთქვის სიხშირის დათვლა. სანამ ცხელება „პარაცეტამოლს“ ემორჩილება, 39 გრადუსზე მაღალი რომც გქონდეთ, პრობლემას არ წარმოადგენს. არ არის აუცილებელი, ნორმაში ჩადგეს, მთავარია დაიკლოს. კოვიდიან პაციენტში ცხელება შესაძლოა, ორი ან სამი კვირის განმავლობაში შენარჩუნდეს და ეს არ არის ჰოსპიტალიზაციის ინდიკაცია. მიიღეთ „პარაცეტამოლი“ და სითხე ზომიერად – დაახლოებით, 2 ლიტრამდე დღეში, თუ ცხელებაა, – 3 ლიტრამდე. თუ გულ–სისხლ–ძარღვთა დაავადებები გაქვთ, აკონტროლეთ შარდის გამოყოფა. აუცილებელია, ზედმეტი სითხე არ დარჩეს ორგანიზმში.

  • მიზანშეწონილია სუნთქვითი ვარჯიშები – შეიძლება 40–50–ჯერ ჩვეულებრივი ბუშტების გაბერვა,
  • ზომიერი აქტივობა, მაგრამ არა დაღლამდე,
  • სასურველია, დღეში–ორი–სამი საათი იწვეთ მუცელზე.

მეტი მკურნალობა არ გჭირდებათ, არც ანალიზები: სიმპტომების დაწყებიდან პირველ 6–7დღეს ანალიზებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გვაქვს. ნებისმიერ კოვიდ–პაციენტს, ასიმპტომურსაც კი აქვს ფილტვებში ცვლილებები, აქვს პნევმონია, რომელიც თავისით ალაგდება. თუ სიმპტომები არ დამძიმდა, ტომოგრაფია არ გჭირდებათ. ტომოგრაფიას ძალიან დიდი დასხივება აქვს – მზეზე ერთი წლის განმავლობაში გაუნძრევლად რომ იწვეთ, იმდენ დასხივებას ვერ მიიღებთ, რამდენითაც ერთი ტომოგრაფიით, რაც ზრდის სიმსივნის ალბათობას 2–3–5 წლის შემდეგ. ძალიან ხშირად მომდის მოზარდების ტომოგრაფიები– ეს დანაშაულია!“.

ამასთან, ე.წ. „ვიაპი“ ადამიანებს მინდა, ვთხოვო, ქართულ, „ჯიგრულ“ „პონტში“ ნუ დააკავებთ საწოლებს. სამი დღის წინ პაციენტი ერთ–ერთი საავადმყოფოს მიმღებში მოკვდა იმიტომ, რომ რეანიმაციაში ადგილი ვერ ვნახეთ. პაციენტებო, რომლებიც ჟანგბადს არ საჭიროებთ, გთხოვთ, ადამიანობა გამოიჩინეთ და საავადმყოფოში არ დარჩეთ!“,– ამბობს ექიმი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S