Accentnews.ge
რუსმა დამსვენებელმა ბიჭვინთაში სასტუმროს მეპატრონე და ტურისტი დაჭრა

რუსმა დამსვენებელმა ბიჭვინთაში სასტუმროს მეპატრონე და ტურისტი დაჭრა

01/09/2021 08:02:45 კონფლიქტები, სამართალი

სამარის მკვიდრმა ალექსანდრე სავინკინმა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დასასვენებლად იყო ჩასული, ბიჭვინთის სასტუმრო "სერ რემბოს" მეპატრონე და ნოვოსიბირსკელი ტურისტი ქალი დანით დაჭრა, - იუწყება დე ფაქტო შსს.

მისივე ინფორმაციით, სავინკინი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სასტუმროს 53 წლის მეპატრონეს უმიზეზოდ დაესხა თავს, მამაკაცს კისრისა და ზედა კიდურების არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი საშველად მისული ტურისტი ქალიც დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები გაგრის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავად სავინკინი დაკავებულია, საქმის მასალები დე ფაქტო პროკურატურას გადაეგზავნა პროცესუალური გადაწყვეტილების მისაღებად, - იუწყება დე ფაქტო შსს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S