Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი მოსკოვის მორიგ ფანდს ეხმიანება

აშშ–ის ელჩი მოსკოვის მორიგ ფანდს ეხმიანება

02/09/2021 08:05:12 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ვიდრე ქართველები არ დაინახავენ სანდო, კონკრეტულ მოქმედებებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, კრემლის განცხადებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

„საქართველოს მოსახლეობას სულ ესმის განცხადებები კრემლიდან. მათ ექნებათ სანდოობა იმ შემთხვევაში, თუ გავლენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეცვლიან ცხინვალის და აფხაზეთის აღიარებას, თუ შეასრულებენ 2008 წელს აღებულ ვალდებულებას. მე ვერ ვხედავ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ჯერ კიდევ არის შეზღუდვები ბაზრებზე. მეჩვენება, რომ ვიდრე ქართველები არ დაინახავენ სანდო, კონკრეტულ მოქმედებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, კრემლის განცხადებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კომენტირებისას.

იხილეთ ასევე: მოსკოვის მორიგი ფანდი: "რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად"

„არა ტერიტორიების ხარჯზე“ – აბაშიძის პასუხი ლავროვს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S