Accentnews.ge
ესპანეთში რუსეთის მიერ ძებნილი ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

ესპანეთში რუსეთის მიერ ძებნილი ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

02/09/2021 11:07:21 სამართალი

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ძებნილი "კრიმინალური ავტორიტეტი" ლევან აბულაძე (მეტსახელად "ლევან სუხუმსკი") დააკავა, რომელიც 2002 წლის ბოლოს რუსულ ქალაქ ვლადიმირის სასამართლოს შენობიდან გაექცათ.

აბულაძე ბარსელონის აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა ესპანეთში ყალბი უკრაინული პასპორტით ცდილობდა შესვლას, - იუწყება ესპანული პოლიცია. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ოპერაცია ქართულ სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარდა.

ესპანური პოლიციის ვერსიით, აბულაძეს დაგეგმილი ჰქონდა, "ანონიმურად გაეგრძელებინა თავისი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ესპანეთში".

რუსეთში აბულაძეს ნარკოდანაშაულის, საბუთების გაყალბებისა და დანაშაულებრივი სამყაროს წევრობის ბრალდებებით ასამართლებდნენ. მას 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებოდა. სასამართლო პროცესის მსვლელობისას, ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებულს ხელბორკილები მოხსნეს, რის შემდეგაც მან ვითომდა საპირფარეშოში ითხოვა გაყვანა და გაქცევა მოახერხა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S