
აზერბაიჯანში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება
03/09/2021 12:32:03 კავკასია
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 3 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
3 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 53 210-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 436 257 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 377 287 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 760 კი გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: სომხეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმდება