თავდასხმა ჟურნალისტებზე: დაკავებულის ოჯახის წევრი მედიის წარმომადგენლებს მანქანით შეეჯახა [video]
07/09/2021 08:59:08 სამართალი
ქვემო ფონოჭალაში, ბზიფის ქუჩაზე დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული ერთ–ერთი პირის ოჯახის წევრი ადგილზე მობილიზებულ ჟურნალისტებსა და ტელეოპერატორებს მანქანით შეეჯახა.
ინციდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა სპეცოპერაციის ადგილზე გადაინაცვლეს. პირმა ავტომანქანა მედიის წარმომადგენლების მისამართით მოულოდნელად დაძრა. დაშავებულია ოპერატორი.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. დაშავებულს სავარაუდოდ, კლინიკაში გადაიყვანენ. ელოდებიან პოლიციას.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 21 პირი დააკავეს.


