გუბაზ სანიკიძე: „საქართველოში „შარდის ომია“

08-09-2021 14:37:42 ციტატა

„სწორედ კატასტროფის მასშტაბები და ჩვენი სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ერთანეთს უკვე შარდს უმოწმებენ. ისტორიამ იცის ომის უცნაური სახელები: „კარტოფილის ომი“, ჩინეთში, თუ არ ვცდები, იყო „ჭიის ომი“, საქართველოშია „შარდის ომი“. აი, მოვედით აქამდე, ერთმანეთს შარდს უმოწმებენ და ჩვენ ამას უნდა ვუყუროთ, გავიყოთ. ქართული პოლიტიკა შარდის ომამდე დავიდა. საინტერესო საყურებელი იქნება, ერთმანეთს მოშარდვას პირდაპირ ეთერში თუ შეუმოწმებენ“.

განაცხადა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: 7 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კახა კალაძის მსგავსად, ყველა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ნარკოტესტი. იქვე კობახიძემ ახსენა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და თქვა, რომ ტესტის დაყოვნება, აჩენს კითხვებს დადებითი პასუხისგან თავის არიდებაზე.

საპასუხოდ გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ნარკოტესტის ჩაბარების პრობლემა არ აქვს და ამას არჩევნებამდე გააკეთებს:

"ნარკოტესტთან დაკავშირებით მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. რამდენჯერმე ჩამიბარებია. როცა თავისუფალი დრო მექნება, ამას გავაკეთებ, არჩევნებამდე. ვინმემ უნდა განმისაზღვროს, ხვალ გავაკეთებ თუ მერე? კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს, დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს. მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ".

ამასთან, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მან შარდის ანალიზი ჩააბარა და ნარკოტიკზე "სუფთაა".

ამასთან დაკავშირებით იურისტი გიორგი მვენიერაძე ვარაუდობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიაზე აქვს კომპრომატი, რომ ის ნარკოტიკს მოიხმარს და ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე გამოამზეურებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები