
შარლ მიშელი პუტინს, მათ შორის, საქართველოზეც ესაუბრა
08/09/2021 10:56:35 საგარეო პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც შარლ მიშელი ამბობს, მან კრემლის ლიდერთან საუბრისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დაადასტურა.
„პრეზიდენტ პუტინთან ერთად ავღანეთში ბოლოდროინდელი მოვლენები და უფრო ფართო რეგიონზე მათი გავლენა განვიხილეთ. ევროკავშირი და რუსეთი რეგიონის სტაბილურობის ინტერესს იზიარებენ. ჰუმანიტარული კატასტროფის პრევენცია, ტერორიზმთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა, მათ შორის ქალების, გოგონებისა და უმცირესობების უფლებები – პრიორიტეტია.
უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დავადასტურე. ასევე ვისაუბრეთ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.