უნგრეთი ევროკავშირს პოლონეთის გამო აკრიტიკებს

09-09-2021 15:42:49 ევროპა

უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა „ქედმაღალი“ უწოდა ევროკავშირის ხელმძღვანელობას. საქმე ეხება პოლონეთის სასამართლო სისტემას. კერძოდ, ევროპის კომისიამ თხოვნით მიმართა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს (ECJ), პოლონეთს ფინანსური სანქციები დაუწესოს არაერთგვაროვანი სასამართლო პალატის გამო.

"უნგრეთის მთავრობა გმობს ბრიუსელის ბოროტგანზრახულ თავდასხმებს“, – განაცხადა უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა იუდით ვარგამ.

ევროკავშირის კომისიამ 7 სექტემბერს მიმართა სასამართლოს სანქციების დაწესების თხოვნით, რადგან პოლონეთმა არ მიიღო „აუცილებელი ზომები ევროპის სასამართლოს მიერ ადრე დაწესებული დადგენილების შესასრულებლად“ მოსამართლეთა პალატის თაობაზე.

სამი კვრის წინ პოლონეთის მთავრობამ გამოაცხადა პალატის დაშლის შესახებ, რაც ერთ-ერთ სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმას წარმოადგენს და რაც ევროკავშირთან კონფლიქტს ნიშნავს.

2018 წელს შექმნილი პალატა პოლონეთში უფლებამოსილია, გაათავისუფლოს ნებისმიერი პროკურორი და მოსამართლე.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პალატა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს „სასამართლო გადაწყვეტილებების პოლიტიკური კონტროლისა და მოსამართლეებზე ზეწოლისთვის“.

ევროკავშირთან არაერთი დაპირისპირება აქვს უნგრეთსაც ისეთ საკითხებში როგორიცაა კანონის უზენაესობა, პრესის და უმცირესობების უფლებები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები