Accentnews.ge
„ერგნეთის შეხვედრაზე საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზეც ვისაუბრებთ“

„ერგნეთის შეხვედრაზე საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზეც ვისაუბრებთ“

16/05/2019 08:39:49 კონფლიქტები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართული მხარე საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზეც ისაუბრებს.

„დღევანდელ შეხვედრაზე 14 საკითხი იქნება განხილული. საუბარი იქნება იმ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე, რომელიც წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა. მათ შორის, ჩვენ ვისაუბრებთ საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე. განსახილველ საკითხებს შორის იქნება ოკუპირებულ ახალგორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმე“, – განაცხადა, „პირველი არხის“ ცნობით, ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის: გუშინ ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ,,ძალა ერთობაშია" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფლების – ჩორჩანას და ატოცის თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენი დაფრინავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S