Accentnews.ge
რუსეთის მოქალაქე, რომელსაც სამშობლოში გამომძიებლის მკვლელობის თანამონაწილედ მიიჩნევენ, საქართველოში ციხიდან გათავისუფლდა

რუსეთის მოქალაქე, რომელსაც სამშობლოში გამომძიებლის მკვლელობის თანამონაწილედ მიიჩნევენ, საქართველოში ციხიდან გათავისუფლდა

13/09/2021 10:39:57 პოლიტიკა, სამართალი

რუსეთის მოქალაქე ივან კოჩეტკოვი, რომელსაც სამშობლოში გამომძიებლის მკვლელობის თანამონაწილედ მიიჩნევენ, საქართველოში ციხიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ გამოცემა "Настоящее время"-ს მისმა ადვოკატმა და ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ აცნობეს.

"ამ დროისთვის კოჩეტკოვი თავისუფალია", – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, ხოლო კოჩეტკოვის ამჟამინდელი სტატუსის შესახებ კითხვა უპასუხოდ დატოვა.

ამ კითხვას პასუხი არც თბილისის საქალაქო სასამართლოში გასცეს. როგორც გამოცემას განუცხადეს, "საექსტრადიციო საქმე პროკურატურას აქვს წარმოებაში".

თავის მხრივ, გამოცემა "Медуза" საგამოძიებო კომიტეტში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კოჩეტკოვმა ციხე ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე, დაკავების მაქსიმალური ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით დატოვა. "საქართველოში ეს ვადა 9 თვეს შეადგენს, შესაბამისად, კოჩეტკოვს შეეძლო, ციხე ჯერ კიდევ 2021 წლის თებერვალში დაეტოვებინა" - დასძენს "მედუზა".

თავად რუსეთში კოჩეტკოვი ამ დრომდე ძებნილად ითვლება: იგი შსს-ს ძებნილთა სიაში ფიგურირებს.

რუსეთის მოქალაქე საქართველოში "ინტერპოლის" ხაზით 2020 წლის მაისში დააკავეს.

გამომძიებელი ევგენია შიშკინა რუსეთში, მოსკოვის ოლქში, საკუთარი სახლის სიახლოვეს ცეცხლსასროლი იარაღით 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. დანაშაულის ჩამდენი და შუამავალი უკვე იხდიან სასჯელს, სავარაუდო დამკვეთი კი მოსკოვის ციხეში სხვა საქმესთან დაკავშირებით ელის სასამართლო პროცესს.

რუსული გამოძიების ვერსიით, მკვლელობის დამკვეთი ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი იყო, რომელმაც შუამავალი და შემსრულებელი "დარქნეტში" იპოვა. 2019 წლის სექტემბერში სუმბაევი საქართველოდან იქნა ექსტრადირებული.

რაც შეეხება კოჩეტკოვს, იგი სუმბაევის დის ქმარია. საქართველოში ჩამოსვლამდე ის ცოლთან ერთად მოსკოვის სამხრეთში ქირით ცხოვრობდა. გამოძიების ვერსიით, მასა და მის კიდევ ერთ სავარაუდო თანამზრახველს ევალათ ინფორმაციის შეგროვება მკვლელობის მომავალი მსხვერპლის საცხოვრებელი გარემოს, გადაადგილების, დღის განრიგის თაობაზე. ამ ინფორმაციას იგი სუმბაევს აწვდიდა, რის საფუძველზეც მკვლელობა და შემდგომი გაქცევა დაიგეგმა.

იხილეთ ასევე: საქართველოში რუსი გამომძიებლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველოში კოჩეტკოვი მკვლელობამდე 9 დღით ადრე - 2018 წლის 9 ოქტომბერს ჩამოვიდა. როგორც იმხანად BBC იუწყებოდა, საქართველოში იგი შესაძლოა, გამხდარიყო მეორე პირი არალეგალურ ნარკობიზნესში სიმბაევის შემდეგ, ხოლო ამ უკანასკნელის დაპატიმრების შემდგომ თავად ჩასდგომოდა ამ ბიზნესს სათავეში.

კოჩეტკოვი სასჯელს გლდანის ციხეში იხდიდა. თუმცა საქართველომ გაურკევეველი მიზეზით რუსეთის გენერალური პროკურატურის მიმართვა არ განიხილა და კოჩეტკოვი ციხიდან გათავისუფლებული აღმოჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S