Accentnews.ge
სკანდალური დოკუმენტების ფიგურანტთა ნაწილი ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს

სკანდალური დოკუმენტების ფიგურანტთა ნაწილი ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს

13/09/2021 12:23:26 პოლიტიკა, სამართალი

მედიით გავრცელებული დოკუმენტების რიგი ფიგურანტები ადასტურებენ დოკუმენტებში აღწერილ საუბრის შინაარსს. საუბარია მასალებზე, რომლებიც მედიასაშუალებების ცნობით, ღია ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა და შეიცავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ოპერატიულ მასალებს. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.

ჩანაწერებში, მათ შორის, ფიგურირებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძეც.

„ვადასტურებ, რომ ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები. ეს საუბარი მქონდა 2018 წელს, ან 2019 წლის დასაწყისში, როცა ჩვენზე დაიწყო მასიური, ორკესტრირებული შემოტევა. ჩემს თავს იმიტომ მივეცი ამის უფლება, რომ მეუფე თეოდორს დიდ პატივს ვცემ და ის აბასთუმანში ივანიშვილს ხვდებოდა. მეუფეს ვთხოვე, ივანიშვილისთვის ჩემი გზავნილი გადაეცა, რომ შეეჩერებინა აგრესია ჩემი და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. რა თქმა უნდა, ახლაც მისმენენ და ჟურნალისტებსაც უსმენენ“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ფაილებში საკუტარი სატელეფონო საუბრიც აღმოაჩინა.

„ამ ფაილებში არის ჩემი სატელეფონო მოსმენის შიფრები, ჩემი და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი/Bishop of Bodbe Jakob, ჩემი და მამა Andria Saria, ჩემი და მეუფე ნიკოლოზის. მამა ანდრიას ვესაუბრე watsup- ით. ძალიან ბევრი ჟურნალისტის საუბრებია ამ ფაილებში, მათ შორის ჩემიც. დავურეკე „კომენტარი გვინდა–მეთქი მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ნდობით აღჭურვილ სასულიერო პირ. მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ტელეკომპანია ,,ტვ პირველის" ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ აცნობა, რომ მ/წლის 25 სექტემბერს ჭყონდიდობის დღესასწაულზე წირვის დასრულების შემდგომ, ამბიონიდან მრევლს მიმართა ნიქოზის მიტროპოლიტმა ისაია ჭანტურიამ, რა დროსაც შეეხო პ.ცაავას ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწეობას და შეაფასა დადებითად. ნ.მელაძის თქმით, ფაქტმა გამოიწვია ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის აღშფოთება, რომელმაც ი.ჭანტურია ამბიონიდან ჩამოიყვანა იძულებით და მათ შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება“ - წერს მელაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S