კობახიძის სამიზნე ამჯერად ტრაპაიძე გახდა

14-09-2021 17:56:56 ადამიანი და კანონი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სამიზე დღეს "მთავარი არხის" გენდირექტორთან ერთად, "ტვ პირველის" ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძეც გახდა. კობახიძემ მათ "გარყვნილ ადამიანებს" უწოდებს. კობახიძე საუბრობს მთავარი არხის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიასა და TV პირველის ტელეწამყვანზე, დიანა ტრაპაიძეზე.

"ჩვენ ჩავატარეთ ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი და ამის შემდეგ პარტიული ტელევიზიების ორმა წარმომადგენელმა: ნიკა გვარამიამ და დიანა ტრაპაიძემ გაავრცელეს გარკვეული განცხადებები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მთლიანად არიან საქმის კურსში იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გავრცელდეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და იქმნიან ალიბის ამასთან დაკავშირებით. ეს მათ არ გაუვათ, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მათ გასცემს საკადრის პასუხს. ის ყველაფერი არის, რაც ჩვენ ვიცით, აბსოლუტურად შოკისმომგვრელი და მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკს შეიძლება მოუვიდეს აზრად, ისეთი ჩანაწერების გავრცელება, რომელზეც მათ აქვთ საუბარი. ის მესიჯები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გვარამიას და ნათია ტრაპაიძის მხრიდან, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ორ გარყვნილ ადამიანს პირდაპირი ინფორმაცია აქვს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არის ნაცმოძრაობის მხრიდან დაგეგმილი",– განაცხადა კობახიძემ.

კობახიძეს ჟურნალისტმა ტელეეთერიტ უპასუხა:

"განსაკუთრებული მნიშვნელობა აკისრია პარლამენტს. პარლამენტარი, ყოფილი სპიკერი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასეთ დროს უნდა ითხოვდეს დამნაშავეების დასჯას, იდენტიფიცირებას. ინსტიტუციების ხელმძღვანელების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უნდა საუბრობდეს და არ უნდა დასდევდეს სოციალურ ქსელში ნებისმიერი ჟურნალისტის, თუნდაც მისთვის მიუღებლის სტატუსს, რომლის ინსპირაციაც მისივე თანაგუნდელი, მამაკა მდინარაძე გახდა, რომლის ბრიფინგსაც მე კონტშერკითხვებით გამოვეხმაურე. რაც შეეხება შეურაცხყოფას, ბევრი ვიფიქრე როგორ მეპასუხა და, მოდით, მაყურებლისადმი პატივისცემის ნიშნად უპასუხოდ დავტოვებ".

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პირადი ცხოვრების კადრებისა ან/და მისი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს. "სუს–ის" ფაილების გავრცელებას კი ამ პროცესისთვის "ფონის შექმნა" უწოდა.

სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა, რომ: "როგორც ჩანს, ბატონი მამუკა მდინარაძე ამზადებს ალიბის პირადი ცხოვრების კადრების გამოსაქვეყნებლად. თუ ეს 2012 წლამდეა გადაღებული,რაში სჭირდება თვითკომპრომატის გამოქვეყნება ნაცებს? თუ 2012 -ის შემდეგ, მაშინ რა შუაში არიან ნაცები ან სხვები,თქვენს დროს გადაღებულზე ხომ თქვენი პასუხისმგებლობაა?მოკლედ,ერთ შემთხვევაში გავრცელებაზე იქნებით პასუხისმგებელი და მეორეში გადაღება-გავრცელებაზე".

შეგახსენებთ, რომ საუბარია ასობით ფაილზე, რომელიც ღია სივრცეში აიტვირთა და რომელშიც მათ შორის, სასულიერო პირების მიყურადებასა და თვალთვალის შედეგებზეა საუბარი. ჩანაწერები 2012 წლის შემდეგომი პერიოდით თარიღდება. პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები