"ქართული ოცნების" პოლიტიკური ოჯახის შიგნით ღალატია მომხდარი"

15-09-2021 17:24:17 პოლიტიკა

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ღალატი „ქართული ოცნების“ შიგნით მოხდა.

ამასთან, მან პოლიტიკური ავანტიურა უწოდა „სუს–ის ფაილების“ გავრცელებას.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი. ეს არის ფაქტი. პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც არის წამოწყებული....

მინდა, დავიცვა ის ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ადამიანების, იყავით ფრთხილად, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან. მე არ გამოვრიცხავ, რომ ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა პროფესიონალიზმითა თუ სისუფთავით ცნობილი ხალხი, რომლებსაც სჯერათ ამ პროცესის აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, თავი უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ", — განაცხადა წულუკიანმა ბრიფინგზე.

იგივე ხაზი გააგრძელა საკუთარ კომენტარში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც:

"ღალატში არიან შემჩნეული კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები, ისინი არ არიან დღეს გუნდის წევრები".

შეგახსენებთ, რომ „სუს–ის ფაილების“ კონტექსტში ექს–პრემიერ გიორგი გახარიასა და მისი გუნდის წევრებზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიანიშნა. გახარიას გუნდი ფაილებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას და პროცესში ლომჯარიას ჩართვასითხოვს

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა ასეულობით ფაილი, რომელშიც მეტ–ნაკლებად აქტიური მოქალაქეების, მათ შორის, სასულიერო პირების ფარულ მიყურადებაზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე, რიგ შემთხვევაში, დანაშაულზეც არის საუბარი. ჩანაწერები უკანასკნელი წლებით თარიღდება და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, დადასტურდება ქვეყანაში ტოტალური მიყურადების არსებობა.

ჩანაწერების ავთენტურობა რიგმა ფიგურანტებმა დაადასტურეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები