Accentnews.ge
მოსკოვს თბილისის მიმართ ტრადიციული ეკონომიკური იარაღი გაახსენდა

მოსკოვს თბილისის მიმართ ტრადიციული ეკონომიკური იარაღი გაახსენდა

17/09/2021 09:55:45 პოლიტიკა, ეკონომიკა

მოსკოვს თბილისის მიმართ ტრადიციული ეკონომიკური იარაღი გაახსენდა: "როსსელხოზნადზორი" "შეშფოთებულია" საქართველოდან რუსეთში შეტანილ მცენარეულ პროდუქციაში "საკარანტინე ობიექტების აღმოჩენის შემთხვევების გახშირებით".

«საქართველოს ტერიტორიიდან შემოტანილ პროდუქციაში პირველად იქნა აღმოჩენილი საშიში საკარანტინე დაავადების - Monilinia fructicola-ს გამომწვევი. სამ შემთხვევაში ისინი ნექტარინებში აღმოჩნდა, ერთში - ატამში" - ნათქვამია "როსსელხოზნადზორის" განცხადებაში.

რუსული უწყების მტკიცებით, შესაბამისი შეტყობინებები უკვე გაეგზავნა საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოს, 16 სექტემბერს კი "როსსელხოზნადზორი" ქართვლ კოლეგებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ეკონტაქტა.

«ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ვითხოვეთ ზომების მიღება სამომავლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ინფიცირებული პროდუქციის შემოტანის არდასაშვებად, ასევე ინფორმირება მომხდარის მიზეზების გამოძიების შედეგების თაობაზე. ქართულმა მხარემ უახლოეს ხანებში ყველა საჭირო მასალის მოწოდების პირობა დადო», – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 მაისიდან ქვეყნიდან 28,7 ათასი ტონა ატამი და ნექტარინებია ექსპორტირებული, 26,1 მლნ დოლარის ჯამური ღირებულებით. მათგან 18,9 ტონა რუსეთში გავიდა.

გარდა ამისა, 2021 წლის მიმდინარე პერიოდში რუსეთში 17 ათასი ტონა კარტოფილი გაიტანეს, მაშინ, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 1 600 ტონას შეადგენდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S