ტოჩინოშინმა ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა

21-09-2021 17:30:22 საზოგადოება

მიმდინარე შემოდგომის ბაშოზე ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) ზედიზედ მეორე ბრძოლა მოიგო. ამჯერად, ქართველი სუმოისტი ტობიზარუს შეხვდა, რომლის ბალანსზეც 4 მოგება და 5 წაგება იყო.

ტოჩინოშინს 5 ბრძოლა აქვს დარჩენილი, საიდანაც დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად მინიმუმ ოთხის მოგება სჭირდება.

22 სექტემბერს გორგაძის მეტოქე მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიო იქნება, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი 3-7-ზე აქვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები