საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობას დავით კაჭარავა უხელმძღვანელებს

21-09-2021 18:49:57 საზოგადოება

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობას უახლოესი ოთხი წლის მანძილზე დავით კაჭარავა უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება უწყების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ გამგეობის სხდომაზე მიიღეს.

გამგეობის ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რაგბის პოპულარიზაციას და ახალი თაობის განვითარებას.

ახალ გამგეობაში მათ შორის, ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძეა წარმოდგენილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები