factcheck.ge:"ტყუილია კალაძის განცხადება, თითქოს გახარიასთვის არავის დაუბრალებია, რომ ნარკომანია"

22-09-2021 00:20:02 პოლიტიკა

21 სექტემბერს, 22:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირელ არხზე თბილისის მერობის კანდიდატების დებატები დაიწყო, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.

განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრის გუნდი ამ გადაცემას თვალყურს პირდაპირ ეთერში ადევნებს და გთავაზობთ ძირითადი განცხადებების გადამოწმებას.

კახა კალაძე: არავის არ დაუბრალებია და არავის არ უთქვია ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.

კახა კალაძის თანაგუნდელის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ბრალდებები გიორგი გახარიას ნარკომომხმარებლობასთან დაკავშირებით გასულ კვირაში არაერთხელ მოვისმინეთ. შესაბამისად კალაძის განცხადება უნდა შეფასდეს, როგორც ტყუილი.

2021 წლის 21 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამრათული დებატებისას, თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, ასევე, მერობის კანდიდატ, კახა კალაძეს ჰკითხა, იზიარებდა თუ არა ის მისი თანაგუნდელების ბრალდებებს მის ნარკომანობასთან დაკავშირებით. კახა კალაძის თქმით, გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია.

სინამდვილეში, „ქართული ოცნებიდან“ გიორგი გახარიას ნარკომომხმარებლობასთან დაკავშირებით ბრალდებები თუ ვარაუდები არაერთხელ მოვისმინეთ.

18 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიასთან დაკვშირებით თქვა, რომ „ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას. აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩაბარებას მოჰყვა.

მოგვიანებით, ისევ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარია „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის დროს კოკაინს არ მოიხმარდა და და მას ეს პრობლემა ბოლო პერიოდში გაუჩნდა. „ეს პრობლემა მას არ ჰქონია, მაშინ, იმ დროისათვის [„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს]. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია, გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი: „ხარი ხართან დააბი და ა.შ“, -აღნიშნა მან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტი თავდაპირველად სწორედ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, ჩააბარა და იგივე ქმედებისკენ სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

წყარო: Factcheck.ge

ახალი ამბები

სხვა სიახლეები