Accentnews.ge
ზურაბ ჯაფარიძეს დედა გარდაეცვალა

ზურაბ ჯაფარიძეს დედა გარდაეცვალა

12/07/2025 09:56:22 პოლიტიკა, საზოგადოება


გარდაიცვალა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ზურაბ და გია ჯაფარიძეების დედა. ბოლო პერიოდში ის მძიმედ ავადმყოფობდა.

ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც სამი კვირის წინ, 23 ივლისს, 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ ბოლო წერილში დედაზე წერდა.

“… დედაჩემზე გადავერთე, მასზე შიში ახლა ყველა სხვა შიშს მიფარავს”, – ასე ასრულებს ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილს, სადაც ოჯახის წევრებზე წერს.

ჯაფარიძე ბოლო თვეების განმავლობაში, პოლიტიკური ნიშით დაკავებული მეოთხე ადამიანია, რომელსაც მშობელი პატიმრობისას გარდაეცვალა. სამი კვირის წინ გარდაიცვალა ონისე ცხადაძის მამა, იანვარში კი გური მირცხულავას მამა და გიორგი ახობაძის დედა.

პარტია “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე 2 მაისს დააკავეს, სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდის შემდეგ. 23 ივნისს მას 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს - ეს ვადა 2025 წლის 22 დეკემბერს გადის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S