ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა

22-09-2021 10:32:33 რეგიონები

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლისა და კორპუსების ეზოში გაჩერებული ავტომობილები.

სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება გართულებულია. მოქალაქეებს დატბორილი ქუჩების გავლა ფეხით უწევთ.

დღეს, 22 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები