"ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ მისმა შვილმა დანაშაული აღიარა
22/09/2021 08:42:52 სამართალი
დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან” მიხეილ დაუთაშვილი, რომლის შვილიც დმანისში ენმ–ის მხარდამჭერების დაჭრის საქმეზე დააკავეს, ამბობს, რომ მისი შვილი აღიარებს დანაშაულს და პოლიციას თავად ჩაბარდა.
"აღიარებს, მივიდა პოლიციაში და ჩაბარდა თვითონ. ითანამშრომლა გამოძიებასთან“, - განაცხადა დაუთაშვილმა.
დმანისში, სოფელ განთიადში მოქმედ მერს - გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
არსებული ინფორმაციით, დანით დაჭრილია ოპოზიციის 2 აქტივისტი.
კახა ოქრიაშვილმა თავდამსხმელებად მანაც ზურაბ ოკმელაშვილი, "ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი დაასახელა.
ენმ მოითხოვს, დმანისში მომხდარი თავდასხმის გამო, "ოცნების" კანდიდატი საარჩევნო პროცესს გამოეთიშოს.


