ცერცვაძე: "ჩვენი მოსახლეობა საკუთარ თავს აპოკალიფსს უწყობს"

22-09-2021 21:20:00 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინაიის ტემპმა კატასტროფულად იკლო და მოსახლეობა საკუთარ თავს "აპოკალიფსს" უწყობს.

"კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის, რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, ჩვენი მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, არ ვიცი, ეს რა ნაწილია, ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზებული ნაწილი თუ სხვა მოტივები აქვთ, თუ ეს არის ცალკეული ვაიექსპერტების ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს.

13 ათასი ვაქცინა დღეში, ეს არის საბოტაჟი თავისი თავის მიმართ, ეს არის საბოტაჟი, პირველ რიგში, იმ ადამიანების მიმართ, ვინც გადაცილებული არიან 60 წელს და ასეთები მგონი ყველას ჰყავს ოჯახში - ახლობლები, მშობლები, ნათესავები, ფაქტობრივად, სწირავენ ისინი ამ ადამიანს, როდესაც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე რაღაც მოსაზრებით", - განაცხადა ცერცვაძემ და დასძინა, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობის ორი მესამედის ორჯერადად ვაქცინირებას შევძლებთ, თუმცა სიკვდილობა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ისრაელშია სრულად ვაქცინაციის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები