„საშინელი ხმა იყო, ყველაფერი დალეწილია!“– ქობულეთში მეწყერმა სახლი წაიღო

23-09-2021 11:12:28 საზოგადოება ,რეგიონები

ქობულეთში გვიან ღამით მეწყრული პროცესი განვითარდა და მიწის ჩამოწოლილმა მასამ ვერულიძეების 2–სართულიანი სახლი მოიყოლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ოჯახის წევრები შინ არ იმყოფებოდნენ, თუმცა 9–სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ, თავშესაფრის გარეშე დარჩა. ამჟამად ვერულიძეები დარჩენილი ნვთების გადარჩენას ცდილობენ.

ვერულიძეები ამბობენ, რომ ტერიტორიას მეწყერსაშიში ზონის კვალიფიკაცია ჰქონდა, ფერდსამაგრი სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ უხარისხოდ, რამაც მეწყრული პროცესების განვითარება ვერ შეაფერხა.

„საშინელი ხმა იყო, ყველაფერი დალეწილია“,– ამბობენ ვერულიძეები.

სტიქიამ ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარის რეგიონში, მათ შორის – ქობულეთში პრობლემები შექმნა: იყო წყალმოვარდნები, მეწყრული პროცესები. როგორც მერიის შესაბამის სამსახურში აცხადებენ, ზარალის შესახებ ამ დროისთვის 150–მდე შეტყობინება არსებობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები