სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად კლებას პროგნოზირებენ

23-09-2021 11:20:20 საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 1 ოქტომბრის ჩათვლით ტემპერატურის კლება და ნალექია მოსალოდნელი. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში წვიმას ვარაუდობენ, ტემპერატურა დაიკლებს +17-დან +23 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.

წვიმას და ტემპერატურის კლებას ვარაუდობენ სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოშიც: 1-ოქტომბრის ჩათვლით უმეტესად წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი +17-დან +21 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მაღალ მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა +5 – +14 გრადუსი იქნება. მესტიაში თოვლჭყაპსაც ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ გასული ორი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებულმა წყალმოვარდნებმა და მეწყრულმა პროცესებმა საქართველოს მასშტაბით პრობლემები შექმნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები